| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1913 წელს. 1921-1938 წლებში იყო ს. ვირსალაძის სახელობის ტროფიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1930-1942 წლებში ხელმძღვანელობდა ტროფიკულ სნეულობათა კათედრას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო 1935-1938 წლებში ამავე კათედრას (შეთავსებით) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; ს. კანდელაკი ძირითადად სწავლობდა ტროფიკული მედიცინის პრობლემებს: დაასაბუთა მალარიასთან ბრძოლაში ზოოპროფილაქტიკის წამყვანი როლი; შემოიღო სპლენომეტრიის ორიგინალური მეთოდი; სსრკ-ში პირველმა ეფექტურად გამოიყენა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსური მეთოდი; საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ლეიშმანიოზის ნოზოგეოგრაფიას; აღმოაჩინა ვისცერული ლეიშმანიოზის გადამტანის ახალი სახეობა, აგრეთვე ამიერკავკასიის ტკიპისმიერი სპიროქეტოზი და მისი გამომწვევი სპიროქეტა, რომლებსაც ს. კანდელაკის სახელი ეწოდა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936). პარაზიტოლოგი (მალარიოლოგი). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 365; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.621-623 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

