შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ცერცვაძე-მუჩელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვაგორია 1924 წელს(ვოკალური), მილანის კონსერვატორია 1932 წელს, კერძო ვოკალური სკოლა 1936 წელს. დებიუტი შედგა იტალიაში: სანტუცა(მასკანი "სოფლის პატიოსნება"); წარმატებით გამოდიოდა იტალიის, გერმანიის, ინგლისის საოპერო სცენებზე; 1955 წელს დაბრუნდა სამშობლოში; 1958–1980წწ. იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(სოლო და კამერული სიმღერა), 1968 წლიდან დოცენტი; ქართული რეპერტუარი: ეთერი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"); სხვა რეპერტუარი, იტალიისა და ევროპის საოპერო სცენბზე, 36 პერტია, მათ შორის: აიდა, ამელია, ელისაბედი, დეზდემონა, ლუიზა მილერი, ლედი მაკბეტი, ლეონორა, ამელია, ვიოლეტა, ელვირა(ვერდი "აიდა", "ბალ–მასკარადი", "დონ კარლოსი", "ოტელო", "ლუიზა მილერი", "ლედი მაკბეტი", "ბედის ძალა", "სიმონ ბოკანეგრო", "ტრუბადური", "ტრავიატა", "ერნანი"), მარგარიტა(ბოიტო "მეფისტოფელი"), ელზა(ვაგნერი "ლოენგრინი"), კარმენი(ბიზე "კარმენი"), ნორმა, ელვირა(ბელინი "ნორმა", "პურიტანები"), მარგარიტა(გუნო "ფაუსტი"), ტოსკა, მიმი, ტურანდოტი, მინნი(პუჩინი "ტოსკა", "ბოჰემა", "ტურანდოტი", "ქალიშვილი დასავლეთიდან"), დეზდემონა(როსინი "ოტელო"), იაროსლავნა(ბოროდინი "თავადი იგორი"), ტატიანა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"); გასტროლები: იტალია, ინგლისი, გერმანია; საოპერო მომღერალი, დრამატული სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 545 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |