| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1946-1957 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიების გამგედ. 1966 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის პროფესორი, 1976 წლიდან კი ამავე ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებული ნეფროლოგიის კურსის ხელმძღვანელია. შეისწავლა ძვლის ტვინის ენდოგენური სტიმულატორების ერითროპოეტინების გავლენა ანემიის განვითარებაზე ზოგიერთი შინაგანი სნეულობის დროს. მის კალამს ეკუთვნის ორჯერ გამოცემული მონოგრაფია "ლაბორატორიული ტექნიკა". მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1968). თერაპევტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 365; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 516; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.700 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

