შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. 1946-1957 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიების გამგედ. 1966 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის პროფესორი, 1976 წლიდან კი ამავე ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებული ნეფროლოგიის კურსის ხელმძღვანელია. შეისწავლა ძვლის ტვინის ენდოგენური სტიმულატორების ერითროპოეტინების გავლენა ანემიის განვითარებაზე ზოგიერთი შინაგანი სნეულობის დროს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1968). თერაპევტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 365; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 516 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |