Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ კანკავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტ 1952 წელს. 1955 წლიდან აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს; 1953-1959 წწ. საქართველოს განათლების მუზეუმის მუშაკი, გაზეთ "ზარია ვოსტოკას", გამომცემლობა "საქმედგამის" რედაქტორი; 1959 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; პირველი წიგნი "ლიტერატურული ეტიუდები" 1964 წელს გამოსცა; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1963). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.გვ.368; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 190 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |