The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რობერტ თავაძე

რობერტ თავაძე
Date of birth:24 April, 1930
Date of death:16 April, 2004  (at 73 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Politician, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის № 63-ე რუსული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს თბილისის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეცსკოლაში. 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა ვლადიკავკაზის სამხედრო-საავტომობილო სასწავლებელი,  1951 წლიდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, 3 წელი ჩინეთში, საავტომობილო ნაწილებში. 1955 წელს ჩინეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ მსახურობდა ზღვისპირეთის მხარეში. 1960 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1963 წელს მსახურობდა უკრაინასა და მოლდოვეთში, შენაერთის მეთაურის მოადგილედ ზურგის დარგში. შემდეგ იგზავნება გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში, რომელსაც ამთავრებს 1970 წელს და ინიშნება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში. 1976-1985 წლებში მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილედ. 1985–1988 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ჯარების მთავარსარდლის მოადგილეა. 1992–1995 და 1998–1999 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, სამხედრო კონსულტანტია, ხოლო შემდეგ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე ზურგის დარგში და უზრუნველყოფდა ჯარების მომარაგებას. 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. დაჯილდოებულია 23 მედლით და 6 ორდენით, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.428; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.113; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.167; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.197; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.128

Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამხედო აღმშენებლობის ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2003)

Awards and Honors

  • 2000 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (სრული კავალერი)
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (III ხარისხის)
    სსრკ შეიარარებულ ძალებში სამსახურისათვის
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

Share: