The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენტი ქორიძე

დომენტი ქორიძე
დაბადების თარიღი:1910
გარდაცვ. თარიღი:1971  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

1946-1970წწ. იყო აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი; მონაწილეობდა მცხეთა-სამთავროს (1939-1940წწ., 1946-1948წწ., 1950წ.), ურბნისის არქეოლოგიურ ექსპედიციებში (1956-1957წწ.), ხელმძღვანელობდა ღრმაღელის, ნავთლუღისა (1950-1951წწ.) და ნოსირის (1967-1970წწ.) არქეოლოგიურ გათხრებს; მუშაობდა საქართველოში ბრინჯაოს ხანის მეტალურგიის საკითხებზე; იკვლევდა თბილისის არქეოლოგიურ ძეგლებს; 12 სამეცნიერო ნაშრომის და 2 მონოგრაფიის ავტორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაბეღლავის მკვიდრი; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1955).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.898

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: