Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტეფორე III (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვერტყვიჭალა, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1895 წელს. 1895-1922წწ. მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში; 1898-1905წწ. იყო სოფელ იტრიის (ახლანდელი ხაშურის რაიონი) ორკლასიანი სკილის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი; 1904-1905წწ. გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე; 1905-1918წწ. თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი; 1918-1921წწ. იქვე ქართული ენის მასწავლებელი; 1905 წელს თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ; 1921 წელს იყო ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი; 1922 წლიდან ეპისკოპოსი; 1925-1927წწ. აფხაზეთის მიტროპოლიტი; 1927-1932წწ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი; აქვს გამოკვლევები და წერილები ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებზე. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.899
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |