შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ მეგრელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1930 წელს. 1940-1945 წწ. იყო საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის გამგე. 1945-1956 წწ. ხელმძღვანელობდა ასპირანტურის განყოფილებას სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში. 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პოლიტეკონომიის კათედრის პროფესორი. მისი ნაშრომები ეძღვნება ქართული ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხებს და პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებს; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.536; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.652 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |