The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილი
Date of birth:2 January, 1919
Date of death:July, 2004  (at 85 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი.

1936-1938 წწ. მუშაობდა საქართველოს მუშა ახალგაზრდობის თეატრში. 1938 წლიდან ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: გიორგი სააკაძე (ს. შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვთილი"), სიმონი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), გიორგი სიხარულიძე (თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან"), ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოტელო (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვა. მან შექმნა განსხვავებული პერსონაჟების პანორამა. ყოველი მათგანი ავტორის მდიდარ სამსახიობო უნარს, ტემპერამენტს, სცენურ მომხიბვლელობასა და უშუალობას ეფუძნებოდა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.536; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.36; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 652

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე

Share: