| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოე მეგრელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შუა ფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1925-1927წწ. იყო ალ. ალადაშვილის თერაპიული კლინიკის ექიმი-ორდინატორი, საიდანაც მიავლინეს ქ. ლენინგრადში აკადემიკოს გ. ფ. ლანგთან. მასთან მუშაობის პერიოდში იგი დაეუფლა ელექტროკარდიოგრაფიას, რომელიც შემდგომ საქართველოში დანერგა. პროფესორ მიხ. წინამძღვრიშვილის კლინიკის ასისტენტი (1930-1934); 1935 წლიდან მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრაზე ასისტენტად; 1959-1969 წწ. კათედრის პროფესორი, ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის II თერაპიის პროფესორი; 1969-1974 წწ. კათედრის გამგე, პარალელურად იყო IV სამმართველოს კონსულტანტი; 1958-1960წწ. ქ. თბილისის მთავარი თერაპევტი; იკვლევდა რევმატიზმისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და სხვა; იყო ავტორი 60 მნიშვნელოვანი ნაშრომისა, 1 გამოგონების ელექტროკარდიოლოგიაში და 1 მონოგრაფიისა; 1938 წელს პროფესორ ნიკო მახვილაძის რედაქტორობით გამოსცა ადოლფ შტრუმპელის სახელმძღვანელო; ინგლისურიდან თარგმნა ამერიკელი კარდიოლოგის პოლტ უაიტის მონოგრაფია კარდიოლოგიაში; ასევე იყო რამდენიმე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი; ლექციებს კითხულობდა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტისა და სახალხო უნივერსიტეტის მსმენელებთან; დიდი სამამულო ომის დროს კონსულტაციას უწევდა ორ ევაკო-ჰოსპიტალს; დაჯილდოებული იყო მრავალი სიგელით, მედლითა და მადლობით, მათ შორის "სტახანოველის" წოდება (1964). თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1956), დამსახურებული პენსიონერი (1974-1989). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცირკულაციაში არსებული სისხლის მოცულობა ჰიპერტონიის დროს", დაიცვა 1937 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მასალები სახსრების მწვავე რევმატიზმის მკურნალობის შესახებ ლეპშურათი, კლინიკო-ექსპერიმენტული გამოკვლევა", დაიცვა 1954 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.536; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.653; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.679-681 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

