Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაჰმუდ-ფაშა თავდგირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჩურუქსუ, ახლანდელი ქობულეთი. ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი). დაამთავრა ქულელის სამხედრო სასწავლებელი სტამბოლში, მსახურობდა ოსმალეთის გენერალურ შტაბში. სარდლობდა დამასკოში (სირია) დისლოცირებულ მე-5 ქვეით ბრიგადას. 1894 წელს მის სახლში მოაწყვეს ქართველ ლტოლვილთა თავშესაფარი. 1897 წელს მონაწილეობდა ბერძნებთან ომში, იტალია-ოსმალეთისა (1911–1912) და ბალკანეთის (1912–1913) ომებში, სადაც სარდლობდა მე-2 და მე-3 ქვეით ბრიგადებს. მაჰმუდ-ფაშა თავდგირიძემ 1909 წელს აკაკი წერეთლის იუბილეს მოსაწყობად და ქართული ბიბლიოთეკის დასაარსებლად შეწირულობა გაიღო. 1920 წელს, სტამბოლის დაპყრობის შემდეგ, დააპატიმრეს და მალტაში გადაასახლეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.431
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |