The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეგნატე გაბლიანი

ეგნატე გაბლიანი
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1937  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

იმდროინდელ პრესაში ფართოდ აშუქებდა სვანეთის პრობლემებს; აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს; იკვლევდა სვანების ყოფას, ფოლკლორს. ავტორია რამდენიმე წიგნისა, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "თავისუფალი სვანეთი“"(1927); მესტიის ეთნოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზისა და მესტიაში აეროპორტის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი. იყო საქართველოს 1921–1924 წლების ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე, სვანეთის 1921 წლის ამბოხების ერთ–ერთი მეთაური ნესტორ გარდაფხაძესთან და ბიძინა პირველთან ერთად. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების მომზადებაში. დაპატიმრებული იყო ჩეკისტების მიერ 1922 და 1924–1926 წლებში. დახვრიტეს 1937 წელს. ქართველი საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი და პუბლიცისტი, სვანეთის მკვლევარი და მოამაგე.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.107

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: