Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიკო ფაშალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღნაღის რაიონი. პირველი ლექსები 1909 წელს გამოაქვეყნა გაზეთებში "დროებასა" და "ივერიაში". 1910 წლიდან თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. მისმა ლექსებმა მალე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. იგი აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ და თეატრალურ ცხოვრებაში. თარგმნა პირველი რევოლუციური პიესა ქართულ ენაზე ვერჰანრის "რიჟრაჟი", აგრეთვე ე. პოტიეს "ინტერნაციონალი" (ორივე 1921). 1923 წლიდან მუშაობდა გაზეთ "მუშის", ჟურნალების "ტარტაროზისა" და "ნიანგის" რედაქციებში. 1937-1960წწ. იყო ჟურნალი "ნიანგის" პასუხისმგებელი მდივანი. ნაყოფიერად მოღვაწეობდა როგორც იუმორისტ-სატირიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, სცენარისტი. თარგმნა შექსპირის, ლოპე დე ვეგას, გოეთეს, ჰაინეს, მიცკევიჩის, პუშკინის, გრიბოედოვის, ტურგენევის, შევჩენკოს, ფრანკოს, ჯამბულის, ისააკიანის, შოლოხოვის და სხვა თხზულებანი. მას ეკუთვნის კინოფილმ "ქეთო და კოტეს" სცენარი (1948, რეჟისორები ვ. ტაბლიაშვილი და შ. გედევანიშვილი), მრავალი ლექსი, მხატვრული ნარკვევი, მემუარი და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.242 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |