შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თავდგირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1939 წელს. 1949–1955 წლებში იყო საპროექტო ინსტიტუტის "საქსოფლმშენსახპროექტის" მთავარი არქიტექტორი, ხოლო 1955–1957 წლებში საპროექტო ინსტიტუტის "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი. ძირითადი ნამუშევრები: თბილისში–საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს საცხოვრებელი სახლი (1948, ზ. ფალიაშვილის ქ.), საქართველოს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლი (1954, ვ. კავსაძის ქ.), სასტუმრო "საქართველო" (1949–1956, არქიტექტორ ნ. ფირცხალაიშვილთან ერთად; მელიქიშვილის ქ.; თავდაპირველად აშენდა როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა). აკადემიკოს ნ. მუსხელიშვილის სააგარაკო სახლი მანგლისში (1949), აკადემიკოს ი. ბერიტაშვილის და ს. ჯანაშიას სააგარაკო სახლები სოხუმში (1949). პარალელურად, 1955 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე. აზომილი აქვს რამდენიმე ქართული არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესია (1939, არქიტექტორ მ. კალაშნიკოვთან ერთად). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.431
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |