The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ქურდიანი

არჩილ ქურდიანი
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1903
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1988  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1929 წელს.

1948 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (პროფესორი - 1960 წლიდან); ნამუშევრები: საქართველოს პავილიონი საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მოსკოვში (1939; გ. ლეჟავას მონაწილეობით; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941); თბილისში - ეროვნული სტადიონი, ტელეცენტრი (I რიგი - 1957; II რიგი - 1974; არქიტექტორებთან ქ. სოკოლოვა-ქურდიანთან, გ. ქურდიანთან და გ. აბაშიძესთან ერთად); ი. სტალინის სახლ-მუზეუმი და სასტუმრო "ინტურისტი" (1956; ქ. სოკოლოვა-ქურდიანთან ერთად) - გორში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თბილისში არის არჩილ ქურდიანის ქუჩა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.901; burusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მთავარი არქიტექტორი (1936-1944)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1959-1962)
  • სსრკ არქიტექტურის აკადემია, წევრი (1950-)
  • სსრკ მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემია, წევრი (1957-)
  • სსრკ სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - სსრკ სახალხო არქიტექტორი
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: