შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კიტა მეგრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხრიალეთი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1923 წელს; 1924-1926წწ. სწავლა განაგრძო გერმანიაში. 1927-1939 წწ. მოღვაწეობდა თბილისში, 1939-1940 წწ. ლენინგრადში; მისი ძირითადი ნაშრომი ("აზროვნების სოციოლოგიის ძირითადი პრობლემები") გამოქვეყნდა დაწერიდან თითქმის 30 წლის შემდეგ 1965 წელს; მან გამოავლინა აზროვნების პრობლემისადმი ბურჟუაზიული მეცნიერების მიდგომის ძირითადი ნაკლოვანებანი და ეს პრობლემა გადაწყვიტა დიალექტიკური მატერიალიზმის თვალსაზრისით. მეგრელიძის მიხედვიდ აზროვნების შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ შრომასთან, მატერიალურ კულტურასა და ენასთან განუყრელ კავშირში. ეს კი მოითხოვს მეცნიერებებს შორის ხელოვნური ზღვრების მოშლას, ნატურალური რედუქციონიზმის, ვიწრო ემპირიზმისა და ცალმხრივი სოციოლოგიზმის დაძლევას, აზროვნებისა და საერთოდ სინამდვილის კვლევაში ცალმხრივი, მიზეზობრივი ახსნის შეცვლას სტრუქტურულ - მთლიანობითი მიდგომით. ამან საშუალება მისცა მას განემარტა აზროვნება, როგორც თავისუფალი შემოქმედებითი აქტივობა და დაეხასიათებინა მისი საზოგადო ბუნება. მისი გამოკვლევა კომპლექსურ-ინტეგრაციულ ხასიათს ატარებს, იგი ფართოდ იყენებს ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, შედარებით ენათმეცნიერებას, ისტორიას, ეთნოგრაფიას და სხვა მეცნიერებათა მონაცემებს. მისმა მონოგრაფიულმა გამოკვლევამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ღირებულებათა თეორიის, კულტურისა და ადამიანის ფილოსოფიური პრობლემების დამუშავება საქართველოში 1970-იან წლებში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.536; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.123-124; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 653-654 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |