The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციცინო ციცქიშვილი

ციცინო ციცქიშვილი
Legal name:ნუნუ ციცქიშვილი
Date of birth:12 April, 1925
Date of death:6 August, 2004  (at 79 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი(ვოკალური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვოკალური).

1946–1965წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(მეცო–სოპრანო); 1951–1965წწ. საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; გამოდიოდა დუეტში ე. გვაზავასთან, შემდეგ ს. მირიანაშვილთან ერთდ; 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის("პიონერთა სასახლე") ვოკალის პედაგოგი(ალ. ჯანელიძესთან ერთად); პარალელურად თბილსისი თეტრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი(ვოკალი); აღზარდა არაერთი თაობა, რომელთაგან ბევრი დღეს ქართული ესტრადის წამყვანი სოლისტია; მოწაფეები: თ. ჭოხონელიძე, ე. დოლიძე, ს. ტოროშელიძე, ნ. ნაჭყებია; ქართული რეპერტუარი, ოპერები: მარეხი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), გივი(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), ა. შავერზაშვილი ორატორია "ჩემი სამშობლოს სიმღერები", ქართული სიმღერები და რომანსები: ვ. აზარაშვილის, დ. თორაძის, ბ. კვერნაძის, რ. ლაღიძის, შ. მილორავას, ს. მირიანაშვილის, გ. ცაბაძის, ს. ცინცაძის; აგრეთვე ასრულებდა რუსულ რომანსებს; საოპერო, კამერული და საესტრადო მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.550; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.115

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ვოკალური ხელოვნების განვითარებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: