Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ღუდუშაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სნო, დაბა სატეფანწმინდა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით 1939 წელს; საკავშირო უმაღლესი პარტიული სკოლა 1947 წელს (ქ. მოსკოვი). სპორტსაზოგადოება "სტროიტელის" ცენტრალური საბჭოს პირველობის ორგზის ჩემპიონი მძიმე წონაში (1938, 1939); სპორტსაზოგადოება "დინამოს" ცენტრალური საბჭოს პირველობის ჩემპიონი ქვემძიმე წონაში (1944); სპორტული კარიერის პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო ხელმძღვანელთა რიგებში რუსთავის ახლად ჩამოყალიბებული ავტომატიკის კვლევით ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს საქართველოს პარტიულ სკოლაში; მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველად საქართველოში გაიხსნა სპორტული სკოლა-ინტერნატი, რომელსაც იგი წლების განმავლობაში ედგა სათავეში; როგორც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები; 16 წლიანი სპორტული კარიერის მანძილზე ჩატარებული აქვს 137 ბრძოლა რინგზე, რომელთაგან 9 ბრძოლა აქვს წაგებული; მისი სახელი შეტანილია "საქართველოს სპორტის ოქროს წიგნში". სპორტის სახეობა: კრივი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.906 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |