The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიტო მელაძე

მიტო მელაძე
Legal name:დიმიტრი მელაძე
Date of birth:7 January, 1906
Date of death:20 October, 1961  (at 55 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ფაკულტეტი 1929 წელს.

ჯერ კიდევ სტუდენტმა მუშაობა დაიწყო პრეპარატორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრაზე (1929), სწავლის დასრულების შემდეგ იქვე დარჩა ასისტენტად. 1930 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. იმავე წელს მიავლინეს მოსკოვში, ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სამეცნიერო-კვლევებს აწარმოებდა ცნობილი გენეტიკოსის, ნ. დუბინინის ხელმძღვანელობით. პარალელურად ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბიოლოგიის განყოფილების IV კურსზე, რომელიც 1931 წელს წარმატებით დაამთავრა სპეციალობით ექსპერიმენტული ზოოლოგია. თბილისში დაბრუნების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში იყო ასისტენტი (1931), ამიერკავკასიის მეცხოველეობის ინსტიტუტში - ციტოლოგიის ლაბორატორიის გამგე (1933-მდე); 1933 წლიდან საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო ინსტიტუტის - ასისტენტი, დოცენტი (1935); 1937-1948წწ. ამავე ინსტიტუტის ზოოლოგიისა და დარვინიზმის კათედრის გამგე. ასევე იღვწოდა ქართული ენციკლოპედიის ჩამოსაყალიბებლად, იყო საბუნებისმეტყველო განყოფილების სწავლული მდივანი (1932). 1935-1937წწ. მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატის ბიოსადგურის უფროს მეცნიერ-მუშაკად, კითხულობდა ლექციებს დარვინიზმსა და გენეტიკაზე. 1951-1961წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მის სამეცნიერო კვლევებს და სადოქტორო დისერტაციის დაცვას ხელი შეუშალა გენეტიკის ცრუ, ბურჟუაზიულ მეცნიერებად გამოცხადებამ (1948). მისი სამეცნიერო კვლევების ინტერესის სფერო იყო: ბუზ დროზოფილას კროსინგოვერისა და სომატური სინაფსის კანონზომიერებათა შედარება, ასევე სხვადასხვა გენეტიკურ-ეკოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი პლასტიკუ-რობის ხარისხობრივი დახასიათება. გენეტიკის, ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.555; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1955-)

Share: