შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბასილ მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზირბითი, თეთრი წყაროს რაიონი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1924 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკუმი. მისი პირველი მოთხრობა "მკერდშებოლილი მერცხალი", რომელშიც ნაჩვენებია ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული თვითმყოფობისათვის, 1928 წელს გამოქვეყნდა ალმანახ "არიფიონში". ამავე წელს დაიბეჭდა მისი მოთხრობები: "თურმანი" და "ჯილაგი"(ჟურნალი "ქართული მწერლობა"). ქართული ლეგენდა უდევს საფუძვლად მოთხრობას "მოკვეთილ თითს"(1929). მას დარჩა გამოუქვეყნებელი მოთხრობები "თიდემალა, "სული გელაყარისა" და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.558 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |