Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ყიფშიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1948 წელს. 1948 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრის მსახიობია; ქმნის ჰეროიკულ დრამატულ და კომედიურ სახეებს, რომლებიც გამსჭვალულია დიდი შინაგანი სითბოთი, ადამიანურობით, გულწრფელობით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით, გამოირჩევა მუსიკალობითა და დიდი სცენური მომხიბვლელობით; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუცკია (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ლილი (ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), ვიოლა (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), მაია (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), სონა, კეკელა ("ძველი ვოდევილები"), ფოფია (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), მაგდა (ო. ჩხეიძის "ვისია ვისი?!"), მარგო (ლ. როსებას "პრემიერა") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "ჩარირამა", "თოჯინები იცინიან", "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", "ასი გრამი გამბედაობისათვის" და სხვა; მონაწილეობდა რადიო და ტელეგადაცემებში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.913; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.67; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |