Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ყიფშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბიღაში, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1912 წელს. მუშაობდა ოდესაში ექიმად; იყო ი. ანფიმოვის ასისტენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1925-1953წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1930 წლიდან სამედიცინო უნსტიტუტის) სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრას; 1941-1945წწ. იყო ამიერკავკასიის სამხარეო ოლქის მთავარი ნევროპათოლოგი; შეისწავლიდა ნათხემის პათოლოგიას (ცნობილია ყიფშიძის სიმპტომი ნათხემის პათოლოგიის დროს); ნერვული სისტემის ინფექციებს, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს; ნერვულ-კუნთოვანი აპარატის ელექტროფიზიოლოგიას, ნევროზებს და სხვა; ქართულ ენაზე დაწერილი ნევროპათოლოგიის სახელმძღვანელოს პირველი ავტორია; მას ეკუთვნის გამოკვლევები თავის ტვინის ბირთვებისა და გამტარი გზების შესახებ; 1953 წელს თბილისის ნევროპათოოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოებას მისი სახელი მიენიჭა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნევროპათოლოგი, თეორიული და პრაქტიკული მეცნიერული ნევროპათოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1924); პროფესორი (1927), ნ. პოპოვის მოწაფე. სადისერტაციო ნაშრომი - "მასალები პატარა ტვინის პათოლოგიისათვის" (1924). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.913 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |