The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დონ კრისტოფორო დე კასტელი

დონ კრისტოფორო დე კასტელი
Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Historian, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: იტალია.

საქართველოში ჩამოვიდა 1628 წელს  პატრე ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. მისიონერები თავდაპირველად მივიდნენ თეიმურაზ I-თან ქ. გორში. 1634 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ. 1940 წელს კი ვახტანგ II გურიელისაგან დევნილმა მისიონერებმა ოდიშს შეაფარეს თავი. კასტელმა დაგვიტოვა უნიკალური ალბომი საქართველოს მოგონებებზე, რომელშიც აღწერს 1628-1654 წლებში საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებას. კასტელის მიერ შეკრებილი მასალები და ადგილზე შესრულებული ჩანახატები შვიდ სქელტანიან ტომადაა შეკრული, რომელიც 500-ზე მეტ ჩანახატს შეიცავს და დაცულია ქალაქ პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში. ქართული ისტორიის ეს ძვირფასი მასალა თეათინელების მონასტერში იყო შენახული. კასტელის ალბომში სულ 570 ნახატია, 100 გვერდი კი რელაციონის ტექსტს უკავია. ნახატებიდან 150 სურათი სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებას ეხება; 100 ქვეყნის მესვეურთა, მეფე-მთავართა და ცნობილი პირების პორტრეტებია; 150 სურათზე სხვადასხვა ეროვნების ქალთა სახეებია მოცემული; 100 სურათი პორტრეტული ხასიათისაა; ოციოდე ნახატში ასახულია შინაური და გარეული ცხოველების გამოსახულებანი; ათიოდე სურათი ფანტასტიკური ხასიათისაა; ოციოდე - ნაგებობათა ნიმუშებია. ამის გარდა კასტელის დასურათებული აქვს მისიონერული მოღვაწეობის ათიოდე სცენა.

აღნიშნული სურათების არშიებზე ქართულის ჩათვლით თერთმეტ ენაზეა შესრულებულია აღწერა, რომლებშიც ახსნილი და განმარტებულია ნახატების შინაარსი. ხშირ შემთხვევაში ავტორი არ კმაყოფილდება სურათის შინაარსის გადმოცემით და, უმეტეს შემთხვევაში, ბოლოში ურთავს შენიშვნას. კასტელის მიერ შესრულებულ ყველა ჩანახატს მისი შინაარსის გასაგებად ახსნა-განმარტება მოყვება უმეტესად იტალიურ ენაზე. ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა სიცილიურ დიალექტზეა, არაიშვიათად - ლათინურზე და რამდენჯერმე - ბერძნულსა და თურქულზეც კი. 1977 წელს კასტელის ალბომი წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოსცა ბ. გიორგაძემ. კასტელის რელაცია, ჩანახატები და მათზე მინაწერები ძვირფას ცნობებს იძლევა XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიისათვის. იტალიელი მისიონერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 429

Member of Organizations

  • თეატინელთა ორდენი, წევრი

Share: