| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელქისედეკ I (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიასაქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-1033 წლებში, ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი. მელქისედეკ I დიპლომატიური მიზნით არაერთხელ ყოფილა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის კარზე. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პატრიარქობის დაწესება. ზრუნავდა მცხეთის კათედრალის საპატრიარქოს გადიდება - გამშვენიერებასა და გამდიდრებისათვის. შემონახულია მის მიერ დაახლოებით 1031-1033 წლებში შედგენილი ანდერძი - "დაწერილი" (XII ს. პირი), რომელიც საუკეთესო წყაროა XI საუკუნის საქართველოს ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესასწავლად. საქართვ. სამოციქულო ეკლესიის მიერ მ. I შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღეა 1(14) ოქტომბერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.561; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

