The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეკა ძამაშვილი

ლეკა ძამაშვილი
Legal name:ელენე ძამაშვილი
Date of birth:16 February, 1942
Date of death:21 July, 2020  (at 78 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1961 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს (საფორტეპიანო).

1967 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მ. კამოევას ასისტენტი, პედაგოგი და აკომპანიატორი; მიჰყავდა სპეციალური ფორტეპიანოს კურსი (კამერული სიმღერა, ვოკალური ანსამბლის კლასი); 1978–1991წწ. საქტელერადიოს სოლისტი და კონცერტმაისტერი (600–ზე მეტი ჩანაწერი საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში); მრავალი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელი; 1991 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას(ფორტეპიანო) კაიროს კონსერვატორიაში, ამერიკულ უნივერსიტეტში, ოპერაში "ტალანტის განვითარების ცენტრში", 1991 წლიდან პროფესორი; დააარსა "ეგვიპტის საფორტპიანო კვარტეტი"; აღზარდა არაერთი თაობა; სისტემატურად მართავდა სოლო კონცერტებს, მათ შორის თემატურს: ლისტის, შოპენის, შუმანის; ქართული რეპერტუარი: ტ. ბაქრაძე საფორტეპიანო სონატა (1978), ვოკალური ციკლი "ცხრა ვოკალური მინიატურა" მ. მაჭავარიანის ლექსებზე (1977, პირველი შესრულება, ე. გარსევანიშვილთან ერთად), ლ. ნინიევი 3 საფორტეპიანო პიესა (1977), ა. შანიძე ვოკალური ციკლი "ფიქრის გორა" (1988), გ. გაჩეჩილაძე ვოკალური ციკლი "სტიქიური სიმღერა"(1988), ა. ბასკაკოვი სიმღერები (1978), რ. გაბიჩვაძე "ჭეშმარიტება და სიყვარული" (1979), გ. ციციშვილი ვოკალური ციკლი ვაჟა–ფშაველას ლექსებზე (1979), რომანსები (1979, პირველი შესრულება), გ. ჯაფარიძე 6 ბაგატელი ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1987, პირველი შესრულება), მ. დავითაშვილი ვოკალური ციკლი ა. კალანდაძის ლექსებზე (მ. ნამორაძესთან ერთად), ს. ცინცაძის "მესაფლავე" გალაკტიონის ლექსზე (პირველი შესრულება ო. კუნჭულიასთან ერთად); სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენის, შუმანის, რახმანინოვის, გრიგის, ლისტის; პიანისტი, კონცერტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 552

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: