| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელქისედეკი (გელათის ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიაპირველი გელათელი - გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით; იყო იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565) პოლიტიკური თანამებრძოლი დასავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანებისთვის. მან თავისი სახსრებით გააკეთებინა გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქვის კანკელი, საკურთხეველში მღვდელმთავართა საჯდომი - "საყდარი" და სამკვეთლოში ქვის მაგიდა- "ტრაპეზი". ამ ტაძრის კედლებზე შემონახულია მისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერები და მისი პორტრეტული გამოსახულება. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.561; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

