Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ყუბანეიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1952 წელს. 1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1973-1990წწ. დაზგური გრაფიკის კათედრის გამგე; მონაწილეობდა სსრკ-გერმანიის ომში; ცნობილია ძირითადად როგორც წიგნის ილუსტრატორი; გააფორმა ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი" (ავტოლიტოგრაფია, 1957), ვაჟა-ფშაველას სამი პოემა "გველის მჭამელი", "ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი" (გრავიურები ლინოლეუმზე, 1961); ავტორია დაზგური ნამუშევრებისა, პორტრეტების სერიაში "ჩემი თანამედროვენი" (1967) წარმოდგენილია მხატვრის თანამედროვე გამოჩენილ თბილისელთა, მისივე მეგობრების პორტრეტები; ფერადი ლინოგრავიურების ალბომში "მეტყველი დუმილი" (1969) - ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები; მას ეკუთვნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა პორტრეტების სერია "ქართველი მწერლები" (ქსილოგრაფია, 1969); მხატვრის მიერ შესრულებული სკულპტურული კომპოზიცია (იოანე პეტრიწი და გრიგოლ ბაკურიანის ძე) დგას ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში; ავტორია მეთოდური სახელმძღვანელოებისა; მან თავისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ქართული შრიფტის სრულყოფას უძღვნა; ათეული წლები შეალია 12 ნაირსახეობის სასტამბო შრიფტის შექმნას; პროფესორი (1971); გრაფიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.914 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |