The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ფიცხელაური

დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1908
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1982  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ორჯონიკიძე.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს.

1941-1942წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სახელობის კომისრის პირველი მოადგილე, მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1959 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს გერონტოლოგიურ ცენტრს, 1962-1975წწ. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სოციალური გერონტოლოგიის სოციალურ ლაბორატორიას, ხოლო 1975 წლიდან ასეთსავე ლაბორატორიას ექპერიმენტალური და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. იკვლევდა ჯანდაცვის ორგანიზაციის, გერონტოლოგიის, მედიცინისა და ჯანდაცვის სისტემის და სხვა საკითხებს. ექიმი-გერონტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.339

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნატურალური მედიცინის ასოციაცია (იაპონია), საპატიო წევრი (1979-)
  • საქართველოს გერონტოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1965-1982)
  • სკკპ, წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: