შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ძიძიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1924 წელს(ფილოსოფიური), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1928 წელს(სავიოლინო). 1925–1936წწ. იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი(ვიოლინო); 1926–1929წწ. საქართველოს სიმებიანი კვარტეტის წევრი(ვიოლინო); 1936–1941წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგი ლ. ტ. გინზბურგი(დირიჟორობა); 1942–1947წწ. იყო თბილისის სხვადასხვა მუსიკალური სკოლების მოსწავლეთა ორკესტრის დირიჟორი; 1943–1951წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" კამერული ანსამბლის პედაგოგი; 1946–1947წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1948–1954წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1954–1956წწ. საქართველოს რადიოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1944–1975წწ. იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო–სადირიჟორო ფაკულტეტის პედაგოგი, სტუდენტთა ორკესტრის დირიჟორი, 1957 წლიდან დოცენტი, 1976 წლიდან პროფესორი; თანამშრომლობდა: ელიზავეტა გილელსი, ე. გრაჩი, ა. ვირსალაძე, ა. იოხელესი, მ. იუდინა, ს. კუსევიცკი, პ. ლისიციანი, ე. რუსიშვილი, რ. ტამარკინა; ქართული რეპერტუარი, სიმფონიური პოემები: მ. ბერიკაშვილი "მთებში"(1957), ნ. გუდიაშვილი სიმფონია; სხვა რეპერტუარი: ბეთჰოვენი სიმფონიები N4, 8, უვერტიურა "ეგმონტი", "კორიოლანოსი", საფორტეპიანო კონცერტი N5, მოცარტი სიმფონია Es Dur, შუბერტი სიმფონია N5, მენდელსონი სიმფონია N4, ჩაიკოვსკი სიმფონია N4, გლინკა "არაგონული ხოტა", ინსტრუმენტული კონცერტები: ვენიავსკი სავიოლინო d moll, ბრუხი, მოცარტი, მენდელსონი; მევიოლინე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.553 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |