Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ისიდორე კვიცარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოფურჩხეთი, წყალტუბოს რაიონი. მეგობრობდა ქართველ მწერლებსა და პოეტებთან. 1899 წელს ქუთაისში სხვებთან ერთად დააარსა სამრეწველო-სავაჭრო ამხანაგობა "კოლხიდა", რომელიც სოფლის მეურნეობის რამდენიმე სფეროში მუშაობდა, მათ შორის არის: მეაბრეშუმეობა, მებამბეობა, მეხილეობა, მეღვინეობა. 1900-იან წლებში ამავე სახელწოდებით საგამომცემლო და პრესის გავრცელების კანტორა შექმნა; "კოლხიდა" ბეჭდავდა პერიოდულ გამოცემებს, საგანმანათლებლო და ლიტერატურული ჟანრის წიგნებს; პრესას და გამოცემებს ავრცელებდა ქუთაისის გუბერნიის მთელ ტერიტორიაზე. 1907 წლის 22 მარტს ხელისუფლებამ "კოლხიდა" დახურა და მისი გამოცემების კონფისკაცია მოახდინა. მოგვიანებით, 1908 წელს იგი ჟანდარმერიამ დააპატიმრა. იმდროინდელ პრესაში დაკავების მიზეზად არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაა დასახელებული. მას ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ის საგამომცემლო და პრესის გავრცელების საქმეს დაუბრუნდა და პრესის კანტორა "იმერეთი" დააფუძნა. ამ კანტორას ხშირად სტუმრობდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. 1922-1923წწ. ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები გამოცემები საქართველოს მუზეუმს გადასცა. 1934 წელს დააპატიმრეს და მისი ქონების კონფისკაცია მოახდინეს; 1937 წელს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1902 წლიდან "მენშევიკების" პარტიის წევრობის ბრალდებით. 1937 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატის "ტროიკამ" დახვრეტისა და ქონების კონფისკაციის განაჩენი გამოუტანა. განაჩენი მალევე აღსრულდა. საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი. რეპრესირებული. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.660 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |