შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ფოფხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბარეული, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1914 წელს. 1922 წლიდან მუშაობდა თბილისის ნერვულ დაავადებათა კლინიკაში. 1953-1966წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ დაავადებათა კათედრას. შეისწავლიდა თავ-ზურგტვინის სითხის დინამიკასა და თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმზე სინოკაროტიდული სინუსის გავლენას, თავის ტვინის სისხლძარღვების ინერვაციის საკითხებს და სხვა. ნერვოპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1945). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.386 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |