The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის ძნელაძე

ბორის ძნელაძე
Date of birth:18 November, 1961  (62 years)
Category:Conductor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა სიღნაღის მუსიკალური სასწავლებელი 1980 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1986 წელს(გუნდის დირიჟორი), ლატვიის ი. ვიტოლის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა 1989 წელს(გუნდის დირიჟორი). 

1983–1985წწ. იყო თბილისის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერული გუნდის მომღერალი; 1985–1986წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1986–1987წწ.  და 1989–1992წწ. თბილისის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერული გუნდის მთავარი ქორმაისტერი; 1990–1993წწ. თბილისის სულხან–საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკა ფილოლოგიის კათედრის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების პედაგოგი; ქალთა სტუდენტური გუნდის ხელმძღვანელი; 1990–1993წწ. დააარსა და ხელმძღვანელობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" ბიჭუნათა გუნდს "ნუკრი"; 1993 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო–სადირიჟორო კათედრის პედაგოგი(დირიჟორობა, საგუნდო პარტიტურის კითხვა, გუნდთმცოდნეობა, გუნდთან მუშაობის მეთოდიკა), 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 554

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების მედალი

Share: