Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მ. პერინის საბალეტო სტუდია 1937 წელს. 1937 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში, პედაგოგი დ. ჯავრიშვილი (ქორეოგრაფია); 1940 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; დებიუტი: მანიჟე (1941, ა. ბალანჩივაძე "მთების გული"); 1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პედაგოგ–რეპეტიტორი; მოწაფეები: ი. ჯანდიერი, ნ. არობელიძე, ლ. ხოზაშვილი; ქართული რეპერტუარი: მანიჟე (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), სოლო (დ. თორაძე "გორდა"), მავრიტანული (ა. მაჭავარიანი "ოტელო"); სხვა რეპერტუარი: მირტა (ადანი "ჟიზელი"), ქუჩის მოცეკვავე (მინკუსი "დონ კიხოტი"), ფერია კარაბოსი (ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი"), უფროსი ფერია (შოპენი "შოპენიანა"), ზარემა (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"); მონაწილეობდა საოპერო სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა", დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", დელიბი "ლაკმე", გუნო "ფაუსტი", ა. დარგომიჟსკი "ალი", ბიზე "კარმენი", ვერდი "აიდა"; დადგმები: ს. ცინცაძე "ცისფერი მთის საუნჯე" ვ. დოლიძესთან და თ. სანაძესთან ერთად; ბალეტის მოცეკვავე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 558; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.82 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |