Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიპარიტ ორბელი![]()
BiographyXIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე. შთამომავალი იყო იმ ორბელისა, რომლებიც გიორგი III წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დამარცხების შემდეგ საქართველოდან გადაიხვეწნენ. მამის სიკვდილის შემდეგ მცირეწლოვანი ლიპარიტი 10 წლით მძევლად იყო ნახიჭევანში. 1206 წელს თამარ მეფის ნებით მხარგრძლებმა ჩამოიყვანეს საქართველოში. ლაშას მეფობაში ლიპარიტი დაადგინეს სივნიეთის ერისთავად და იგი მხარგრძელთა სახლის ყმად იქცა. მართალია, სტეფანოს ორბელიანის ცნობით, ორბელის წინაპართა ქონებიდან არაფერი დაუბრუნეს, მაგრამ სანაცვლოდ მრავალი სოფელი და ციხე მისცეს საქართველოს სახელმწიფოში შემაველ სომხეთის ტერიტორიაზე. გარდაიცვალა მონღოლების შემოსევის წინ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7.- თბ., 1984.-გვ. 555
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |