Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა ფოჩხუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ზოგადი ენათმეცნიერების და ქართული ლექსიკოლოგიის კურსებს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში იკვლევდა ენათმეცნიერების თეორიის, ქართულ და ქართველურ ენათა ფონეტიკურ-გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკოლოგიის საკითხებს. მონაწილეობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მომზადებაში (VIII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია. მისი თაოსნობით შედგა ქართული ენის ინვერსიული ლექსიკონი (1967). ხელმძღვანელობდა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა სიმფონიის შედგენას უნივერსიტეტის ვაჟა-ფშაველას კაბინეტში. 1970 წლიდან მუშაობდა ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონის შესადგენად. შეადგინა 3 დარგის (მცენარეები, ცხოველები, არაცოცხალი ბუნება) იდეოგრაფიული ლექსიკონი. მასვე ეკუთვნის "ქართული ენის ლექსიკოლოგია" (1974). ენათმეცნიერი, ზოგადი ენათმეცნიერებისა და ქართველურ ენათა სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.387; http://www.ice.ge/Struqtura/Gankofilebebi/Leqsikologiis/B%20Fochkhua.html Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |