The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სტეფანე მენთეშაშვილი

სტეფანე მენთეშაშვილი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 1965  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1930 წელს.

იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილების თანამშრომელი (1931), ისტორიის განყოფილების გამგე (1941-1945); ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1945); მისი წერილებიდან მნიშვნელოვანია "კალოობა ქიზიყში"(1936), "კევრი" (1936), "აჭარის ეთნოგრაფიული მასალები" (1937), "ჰაემეტობა ინგილოურში"(1939), "მიცვალებულთა დამარხვისა და სამარეების ტერმინოლოგიისათვის" (1944), მანვე შემოიღო არქეოლოგიური ტერმინი "სამაროვანი". 1951 წლიდან იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე, მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის"(8 ტომულის მე-7 ტომის რედაქტორია) მომზადებაში. ლექსიკოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.574  

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: