Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჟიული შარტავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს; 1973 წელს სწავლობდა ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით; საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია 1989 წელს. 1961-1960წწ. იყო ქ. ცხაკაიას (სენაკი) სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური განყოფილების თანამშრომელი; 1964-1969წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ალკკ კომიტეტის მდივნის მოადგილე, კომიტეტის მდივანი; 1969-1972წწ. ალკკ თბილისის ორჯონიკიძის სახ. რაიკომის პირველი მდივანი; 1973-1980წწ. საქართველოს ალკკ ცკ მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1981-1985წწ. საქართველოს კპ ცკ პროპაგანდისა და აგიტაციის გან-ის გამგე, საორგანიზაციო-პარტიული საქმიანობის გან-ს გამგე; 1985-1987წწ. რუსთავის კპ საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1987-1988წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1989-1990წწ. კპ ცკ პარტიული კონტროლის კომიტეტის პასუხისმგებელი კონტროლიორი; 1990-1991წწ. საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; 1992-1993წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №4.20 რუსთავის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1993 წლის 18 ივლისს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ; წამებით მოკლეს 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში, ქალაქის დაცემის დღეს. თბილისში არის ჟიული შარტავას ქუჩა და ახალგაზრდული ქალაქი "ჟიული შარტავა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1992), გენერალ-მაიორი (1993). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.919; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.116; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 356 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |