შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ მერკვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ჭყეპი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1944 წელს; სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტსკოლა 1946 წელს, სკკპ ცკ-თან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1959 წელს. 1946-1961 წლებში იყო პასუხსაგებ პარტიულ თანამდებობებზე. 1961-1970 წლებში საქართველოს ცკ-თან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის დირექტორი. 1970-წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკკპ ისტორიის კათედრის პროფესორი. იგი იკვლევდა პარტიის ეროვნული პოლიტიკური საბჭოს ეროვნულ სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და სკკპ ქართული საბჭოთა ეეროვნული სახელმწიფოებრიობის ისტორიის სახელმწიფოთმცოდნეობის თეორიისა და პრაქტიკის აქტიურ პრობლემებს და სხვა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.589; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.125 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |