Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ თათარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ცენტრალური სამობილიზაციო კურსები (1970), მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1981), რიაზანის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი (1991). 1958–1984 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1984–1992 წლებში იყო აჭარის სამხედრო კომისარი, 1993 წლიდან–საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის მოადგილე, 1993–1994 წლებში საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეგიონის სამშვიდობო ძალების სარდალი. 1994 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, 1996 წლიდან არის გენერალ-ლეიტენანტი. 1994–1998 წლებში იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 1994–1996 წლებში–თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის უფროსი, 1996–1998 წლებში საქართველოს სამხედრო კომისარი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიის წევრი. 2001 წლიდან თადარიგშია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.449
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |