შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არტემ ღვალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვერი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და კავალერიის უმცროს ოფიცერთა სკოლა. 1884-1905წწ. მსახურობდა ცარისტული რუსეთის არმიის კავალერიაში. იყო რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) მონაწილე. 1905 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და დაბრუნდა ჭიათურაში; 1906-1918წწ. იყო მანგანუმის მრეწველი, შედიოდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოში; ეწეოდა საქველმოქმედო მოღვაწეობასაც: მისი თაოსნობით სოფელ სვერში გაიხსნა სამკითხველო, ფინანსურ დახმარებას უწევდა სვერის სკოლას და ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელს. ქართველი მანგანუმის მრეწველი და საზოგადო მოღვაწე, მეფის რუსეთის არმიის კავალერიის გადამდგარი როტმისტრი, იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის, ატატო ბაგრატიონის შთამომავალი. მხედრული მამაცობისთვის მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |