Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენო ღვალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სვერი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელი 1917 წელს. 1920 წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გიმნაზიის, "ნუცუბიძის კურსები"-ს დამთავრებისთანავე, მან ლეიტენანტის სამხედრო წოდებით სამსახური დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ არმიაში; 1921 წლის თებერვალ-მარტში პორუჩიკი ევგენი ღვალაძე აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკური რუსეთისმე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელას ცნობილ ბრძოლებში და ბათუმის ომში, რომლის დროსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დივიზიის მიერ ბათუმი და აჭარის მნიშვნელოვანი ნაწილი გაწმენდილ იქნა თურქული სამხედრო შენაერთებისგან. ბოლოშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; 1922 წლის 26 მაისს იგი იყო თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალათასიანი მშვიდობიანი მანიფესტაციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. იმავე დღეს, მანიფესტაციის სხვა ორგანიზატორებთან ერთად იგი დაპატიმრებულ იქნა ბოლშევიკური "საგანგებო კომისიის " (ე.წ. "ჩეკა") მიერ; თვენახევრის მანძილზე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში; 1922-1924წწ. იყო საქართველოს არალეგალური ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) რწმუნებული კახეთის მხარეში და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პოლკოვნიკ ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმთან"; აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს საყოველთაო-სახალხო ამბოხების მომზადებაში; იგი "ჩეკა"-მ დააპატიმრა და 1925 წლის მარტამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1926-1932წწ. იყო საქართველოს დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი და ეწეოდა ნაყოფიერ საადვოკატო მოღვაწეობას; 1932 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა ადვოკატთა კოლეგია და თავი დაანება ამ დარგში მოღვაწეობას; 1932-1935წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სამშენებლო სამმართველოს ("ზაკჟელდორსტროი") საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე; 1935-1937წწ. ერთ-ერთი სამრეწველო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი და გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი. იყო ეროვნული ხასიათის 70-მდე ნარკვევის, პუბლიცისტური წერილის და 30–ზე მეტი ლექსის ავტორი. ეს წერილები და ლექსები ქვეყნდებოდა 1916-1926წწ. ქართულ პერიოდულ პრესაში. მისი რამდენიმე საყურადღებო წერილი ფსევდონიმებით ("გ.", "გენო" და სხვ.) გამოქვეყნდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში. მას ეკუთვნოდა რომანი "დიმიტრია ბლაჟა ანუ რომანი ნაგლეჯებში", რომლის ხელნაწერის კონფისკაცია მოახდინა საქართველოს სსრ "შინსახკომმა" 1937 წელს (ამჟამად თხზულება დაკარგულია). 1937 წლის 9 აგვისტოს იგი კვლავ დააპატიმრეს. იმავე წლის 5 ოქტომბერს "შინსახკომის" ე.წ. "დიდმა სამეულმა" მას მიუსაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი იმავე წლის 15 ოქტომბერს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. 2009 წელს ევგენ ღვალაძის სახელი მიენიჭა ქ. ჭიათურის ერთ–ერთ ქუჩას; 2012 წელს - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას. ქართველი ადვოკატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, წმ. გიორგის ორდენის კავალერის, კავალერიის გადამდგარი ოფიცრის, მანგანუმის მრეწველის არტემ ღვალაძის შვილი. წყარო: georoyal.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |