The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი

ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი
Legal name:ლამარა ღვალაძე-ჭაბუკიანი
Date of birth:1 February, 1928
Date of death:4 February, 2012  (at 84 years)
Category:Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო (1949) და თეატრმცოდნეობის (1951) ფაკულტეტები.

1949-1950წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1951-1965წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის (ამჟამად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი) თეატრალური განყოფილების უფროსი მეთოდისტი (1951-1954) და სარეპერტუარო განყოფილების გამგე (1954-1965). აღნიშნულ წლებში იყო ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შეკრებისა და აღდგენის მიზნით ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის მიერ ორგანიზებული მრავალი ექსპედიციის მონაწილე; 1975-1995წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახემწიფო სასწავლებლის ქართული სასცენო მეტყველების უფროსი მასწავლებელი; 1955-1965წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს თვითმოქმედების ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსების ლექტორი. აღზარდა ქართული ესტრადის და სასცენო მეტყველების არაერთი ცნობილი ოსტატი. დიდი ამაგი დასდო არაქართველი ავტორების დრამატული ნაწარმოებების გადმოქართულების საქმეს. მას ეკუთვნის 30-ზე მეტი პიესის და რამდენიმე ლიბრეტოს თარგმანები; 1955-1965წწ. მის მიერ არის შედგენილი და მისი რედაქციით გამოიცა ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის არაერთი კრებული თვითმოქმედი თეატრალური კოლექტივებისათვის. ქართველი თეატრმცოდნე და ქართული სასცენო მეტყველების პედაგოგი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ევგენ ღვალაძის შვილი. 

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელთა სექცია, წევრი

Bibliography


Share: