შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ფრანგულიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1913 წელს. მოსკოვში უნივერსიტეტში სწავლის დროს მონაწილეობდა სტუდენტთა გამოსვლებში (1907-1912), აქვე ეწეოდა პარტიულ მუშაობას. 1917 წელს მოსკოვში ჩამოაყალიბა დაჭრილ მუშათა და წითელ არმიელთა დამხმარე წითელი ჯვრის რაზმი. 1920 წელს იყო ჩრდილო კავკასიის პოლიტკომისარი მინერალნიე-ვოდიში, 1921-1931 - საქართველოს ჯანსახკომის კოლეგიის წევრი. 1936 წლამდე ამიერკავკასიის სახელობის კომისართა საბჭოსთან არსებული სამკურნალო კომისიის თავჯდომარის მოადგილე, 1936-1950წწ. საქართველოს სამკურნალო კომისიის უფროსი და ჯანდაცვის სახელობის კომისრის მოადგილე: 1952 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. არჩეული იყო ასფსრ ცაკის და საქართველოს ცაკის წევრად. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.389 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |