The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო კვეზერელი-კოპაძე

ნინო კვეზერელი-კოპაძე
Date of birth:5 January, 1918
Date of death:1 April, 2004  (at 86 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს.

1941 წელს მეორე მსოფლიო  ომის  დაწყებისთანავე, ნებაყოფილობით ჩაერთო N14-19 ევაკოგოსპიტალის მუშაობაში, რომელიც გათანაბრებული იყო მომქმედ არმიასთან; წლების განმავლობაში მუშაობდა ჯერ დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის კვლევით ინსტიტუტში, შემდეგ კ. ჩაჩავას სახელობის სამეანო-გინეკოლოგიური კვლევით ინსტიტუტში, სადაც პრაქტიკოსი ექიმის საქმიანობის გარდა ეწეოდა სამეცნიერო კვლევით მუშაობასაც. შეისწავლა ახალშობილთა სუნთქვის ცვლილებების დინამიკა დაბადებიდან პირველ დღეებში, ასევე ორსულებში ნეფროპათიის შემთხვევები და მისი გავლენა ახალშობილებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკო-ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მაჩვენებლები, ახალშობილ ბავშვებში დაბადებული ორსულთა ნეფროპათიით დაავადებულ დედებიდან სიცოცხლის პირველ დღეებში" (რუსულ ენაზე), დაიცვა 1972 წელს. 

წყარო: მეცნიერი ქალი - მედიცინის მეცნიერები: geowomen.wordpress.com

Member of Organizations

  • საქართველოს პერინატოლოგთა და ნეონატოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, საპატიო წევრი (1998-)

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანი
  • სამამულო ომის ვეტერანი

Share: