The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბარე ყიფიანი

ბარბარე ყიფიანი
სხვა სახელი:ბარბალე
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1879
გარდაცვ. თარიღი:1965  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. მონაკო, საფრანგეთი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი 1899 წელს; 1901 წლიდან სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკუტეტზე.

1908 წლიდან იყო უნივერსტიტის ჟურნალ "Revue Psychologique"-ის სწავლული მდივანი; იკვლევდა ადამიანის მეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ტროპიზმს, ამბიდექსტრიას (ორივე ხელის ერთნაირად მომარჯვებას) მოსწავლეთა შორის და სხვა; მონაწილეობდა ფიზიოლოგთა და პედოლოგთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში; უსინათლოთა ფსიქოლოგიის, შაქრის ერგოგრაფიისა და ვეგეტარიანელების ფსიქოლოგიის საკითხებზე მის არაერთ გამოკვლევას მიუღია პრემია; ბრიუსელის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ქართულ და რუსულ სიტყვიერებაში; მისი შრომები, სტატიების, ბროშურებისა და მონოგრაფიების სახით იბეჭდებოდა ევროპის სხვადასხვა ენაზე (ფრანგული, ესპანური და სხვა). დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნის სიგელებით, ვერცხლისა და ოქროს მედლებით. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის ექსპონატების შეგროვების, პოპულარიზაციისა და დაცვის საქმეში; მეურვეობდა და შემდეგ მ. თარხნიშვილს გადასცა სალომე დადიანისა და აშილ მიურატის ოჯახის ქონება და მათი უცხოეთში არსებული არქივი. მან უანგაროდ გადასცა თავისი ხელსაწყოები და ნაბეჭდი წიგნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას (1919). პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგი ქალი, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, ნიკოლოზ ყიფიანის შვილი, ელისაბედ და ნინო ყიფიანების და.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.654; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.83-84

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საფრანგეთის სამედიცინო აკადემია, წევრი
  • საქართველოს ხელოვნებათა კავშირი, წევრი
  • ქართველთა სამხედრო კავშირი, წევრი

გააზიარე: