Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი შაჰნაზარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს. 1984-1987წწ. იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათშორისი ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი; 1952 წელს გამოაქვეყნა პირველი თარგმანები ქართულ ენაზე; ძირითადი თარგმანები: საიათნოვას "ლექსები" (1972), პ. სევაკის კრებული "იქმენინ ნათელი" (1978). კ. ვოიტილას დრამა "ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ" (2000); პოეტმა, ეროვნებით სომეხმა, ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის, აგრეთვე გამოჩენილი რუსი პოეტების ა. პუშკინისა და ანდრეი ბელის ლექსები; არის აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი; მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზეთუნციანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები. მიღებული აქვს ეღიმე ჩარიანცის სახელობის პრემია (1989), ფრიტიოფ ნანსენის სახელობის პრემია (1998). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.920; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.119; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.153 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |