შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ წიკლაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა კოჯორი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1972 წელს. 1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1967–1972წწ. ანსამბლ "ციცინათელას" წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ "ივერიას" სოლისტი; რეპერტუარი, ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, მათ შორის: "ჩემი თბილისი და ფიროსმანი"(ნ. გიგაური), "საქართველოს მანანებო"(კ. ცაბაძე), "იყიდება საქართველო"(ა. ბასილაია), "დინამო"(ვ. აზარაშვილი); ა. ბასილაიას მიუზიკლები(სცენარი ჯ. ბაღაშვილის): არწივი(1980, "ჩხიკვთა ქორწილი"), მეფე აიეტი(1983, "არგონავტები"), გერვასი(1986, "თოვლის ბებოს ზღაპარი"), ნიკო ფიროსმანი(1995, "ფიროსმანი"); როლები კინოფილმებში: "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"(1968), "ივერია, სიყვარული და..."(1974), "უმცროსი და"(1977), "ჩხიკვთა ქორწილი"(1984), "არგონავტები"(1985); 2014 წელს გაიხსნა ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; საესტრადო მომღერალი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 559; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.60 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |