The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ წულუკიძე

დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1986 წელს(თეორიული განყოფილება), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2009 წელს(მუსიკის ისტორია).

1994–2007წწ. იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი(მუსიკის ისტორია); 1998–2001წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო სარედაქციო კოლეგიის უფროსი სპეციალისტი; 2008 წლიდან ჟურნალ "მუსიკა"–ს რედაქტორი; 2001 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახლ–მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომელი, კულტ–საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზატორი და წამყვანი(რამდენიმე ათეული); მუსიკისმცოდნე და საზოგადო მოღვაწე ანტონ წულუკიძის ქალიშვილი; მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, მუსიკოლოგიის დოქტორი.

დისერტაციის თემა – "ა. წუწუნავას საოპერო რეჟისურა", დაიცვა 2009 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 560

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშრი, წევრი

გააზიარე: