შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ წულუკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1943–1948წწ. სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში; დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი 1947 წელს, მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1951 წელს. 1951–1956წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე; 1956 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1958 წელს მოსკოვის ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადის მონაწილე; დადგმები, ქართული მუსიკალური კომედიები: შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე"(1969, პრემიერა), "გაბზარული ფირფიტა"(1970), ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"(1968, პრემიერა), ვ. აზარაშვილი "მეცხრე ტალღა"(1969); ქართული ბალეტები: გრ. კილაძე "სინათლე", მებრძოლთა ცეკვა(დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის"), ს. ცინცაძე "ცისფერი მთის საუნჯე"(1956), "პოემა"(1972), ა. ბალანჩივაძე "მწირი"(1964, პრემიერა), როდრიგო(ა. მაჭავარიანი "ოტელო"); სხვა რეპერტუარი: ავრორას კავალერი, ჩარდაში(ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი", "გედების ტბა"), ყმაწვილი(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), ესპანური ცეკვა(ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), კრეინი "ლაურენსია"; მონაწილეობდა საოპერო სპექტაკლში, ზ. ფალიაშვილი "დაისი"; გასტროლები: ბერლინი, ჰელსინკი, კოპენჰაგენი, ინგლისი, ავსტრია, უნგრეთი, საფრანგეთი(თბილისის საბალეტო დასთან ერთად); ბალეტის მოცეკვავე, ლიბრეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 560 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |